აშშ, ნიუ მექსიკო 2007
2007 წლის 11-19 მაისს ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ალბუქერქეში მოსწავლეთა სამეცნიერო ნაშრომების რიგით 58-ე მსოფლიო ჩემპიონატი INTEL ISEF (International Science and Engineering Fair) გაიმართა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შედიოდნენ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები:
1. ლადო მესხიშვილი
2. გიორგი კუხალაშვილი
3. გიორგი ბენაშვილი
4. ნიკა გიგაშვილი
ჩემპიონატში 51 ქვეყნის 1511 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებიც ერთმანეთს 17 სხვადასხვა სექციაში ეჯიბრებოდნენ. ჟიური დაკომპლექტებული იყო მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებით. აღსანიშნავია ჩვენი გუნდის წარმატებული გამოსვლა.
ლადო მესხიშვილის ნაშრომმა: “რეკურსიული დამოკიდებულება კონგრუმის პრობლემის ამონახსნებისთვის” ამერიკის მათემატიკური საზოგადოების სპეციალური პრიზი დაიმსახურა;
ხოლო გუნდური პროექტების სექციაში გაიმარჯვა გიორგი კუხალაშვილის, ნიკა გიგაშვილის და გიორგი ბენაშვილის ნაშრომმა “უსასრულო ამონახსნებიანი დიოფანტური განტოლებების ახალი კლასი”, რომელმაც გუნდური პროექტების სექციაში IV პრიზი დაიმსახურა.
ჩვენი ქვეყნის ნაკრები მიღწეული შედეგებით მათემატიკის სექციაში პირველ ადგილზე გავიდა. გაუსწრო რუსეთის , უკრაინის და ყაზახეთის გაცილებით მრავალრიცხოვან გუნდებს. საბოლოო გუნდურ ჩათვლაში კი მონაწილე 51 ქვეყანას შორის III ადგილზე გავიდა, ამერიკისა და ჩინეთის გუნდების შემდეგ.