top of page

აშშ, არიზონა 2005


2005 წლის 8-14 მაისს, არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსში მოსწავლეთა სამეცნიერო ნაშრომების რიგით 65-ე ყოველწლიური მსოფლიო ჩემპიონატი (INTEL ISEF (International Science and Engineering Fair) ჩატარდა. მასში პირველად მიიღო მონაწილეობა საქართველოს გუნდმა, რომლის შემადგენლობაში ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლისა და ილია ვეკუას სახელობის №42 ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები შედიოდნენ:

1. თორნიკე მოსიაშვილი (ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა);

2. ლაშა მარგიშვილი (ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა);

3. ნიკოლოზ მაღალდაძე (ილია ვეკუას სახელობის №42 ფიზიკა-მათემატიკური სკოლა).

ჩემპიონატში 1444 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებიც 14 სხვადასხვა სექციაში ეჯობრებოდნენ ერთმანეთს. ჟიურიში მსოფლიოს წარმატებული მეცნიერები იყვნენ, მათ შორის 16 ნობელის პრემიის ლაურეატი.

ჩვენი სკოლის მოსწავლის, ლაშა მარგიშვილის ნაშრომმა ”დიოფანტური მართკუთხა პარალელეპიპედი” ამერიკის მათემატიკური საზოგადოების (Mu Alpha Theta) უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა. მან პრიზთან 1000$-თან ერთად, არიზონას უნივერსიტეტის მიწვევაც მიიღო.თორნიკე მოსიაშვილისა და ნიკოლოზ მაღალდაძის ნაშრომებმა კი სპეციალური სიგელები დაიმსახურეს.


bottom of page