top of page

სკოლის სიმბოლო

ქართულ-ამერიკულ უმაღლეს და ქართულ-ამერიკულ სკოლებს აქვთ საერთო სიმბოლო, რომელიც შექმნილია  სკოლების დამფუძნებლის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, მამუკა მესხიშვილის მიერ. სიმბოლო წარმოადგენს ხუთი საერთო ცენტრის მქონე წრეწირზე მბრუნავ ორ პენტაგონს (წესიერ ხუთკუთხედს) , რომელთა ყოველი წვერო თითო-თითო წრეწირზე მოძრაობს. სიმბოლო ეფუძნება მესხიშვილის ზოგად თეორემას - იხილეთ International Journal of Geometry , რომლის თანახმადაც, მოცემულ n კონცენტრულ წრეწირზე მბრუნავი წესიერი n-კუთხა მრავალკუთხედი მხოლოდ ორი არსებობს.

წრეები სიმბოლურად ასახავს სამყაროს შრეებს, სადაც ჩვენს სკოლებს ნებისმიერი სიმაღლის დაპყრობა შეუძლიათ.

bottom of page