top of page

ნიუ-იორკი, გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია NHSMUN

𝐆𝐀𝐇𝐒 & 𝐆𝐀𝐒-ი გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაზე ნიუ-იორკში ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების წარმომადგენლები ნიუ-იორკში, გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ.ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები ერთვებოდნენ ცოცხალ დიპლომატიურ პროცესში, მონაწილეობდნენ დებატებსა და მოლაპარაკებებში, რეზოლუციების შემუშავებასა და წარდგენაში. გაიმართა შეხვდრები გაეროს დიპლომატებთან, პოლიტიკურ და ბიზნეს წრეების ლიდრებთან.

​

კონფერენცია, ასევე, მოიცავდა გახსნის და დახურვის ოფიციალურ ღონისძიებებს, მათ შორის გაეროს შტაბ-ბინაში; საკომიტეტო მოსმენებს, დებატებს, მოლაპარაკებებს და რეზოლუციების შემუშავების პროცესს; დისკუსიებს მთავარ საერთაშორისო გამოწვევებზე; წვეულებას და ნეთვორქინგს თანატოლებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

 

კონფერენციის პარალელურად, სპეციალურად ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების მოსწავლეებისთვის, პროგრამა ნიუ-იორკის ღირსშესანიშნაობების ტურსაც ითვალისწინებდა.

 © GAHS 2026 ყველა უფლება დაცულია.

bottom of page