top of page

ესპანეთი, სარაგოსა 2022

ესპანეთის ქალაქ სარაგოსაში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა წარმატებულად იასპარეზა ICYR 2022 -ის მათემატიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიის სექციაში. ჩვენი სკოლების გუნდებს ხელმძღვანელობდნენ მამუკა მესხიშვილი და ირმა მესხიშვილი.

კონგრესში მონაწილე ქართველი მოსწავლეები, მარია ნიდენსი, ნიკოლოზ აბაშიძე, გიორგი შაშიაშვილი, გიორგი მამალაძე, გიორგი მელიქიძე, დავით მირზოიანი, ნია გერგეშელიძე, თორნიკე კართხია, რომლებმაც საკუთარი კვლევითი პროექტები წარმოადგინეს, უმაღლესი ხარისხის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიების დასასრულს, ახალგაზრდებმა ქალაქის ღირშესანიშნაობები მოინახულეს: ღვთისმშობლის ბაზილიკა, სარაგოსას ტაძარი, ალჯაფერიას სასახლე, ტრუბადურის კოშკი, სან პაბლო დე სარაგოსას ეკლესია, ხელოვნების ნიმუშებით მდიდარი გოიას მუზეუმი.

ახალგაზრდებმა, ასევე მოინახულეს ქალაქ ბარსელონას ღირშესანიშნაობები,ისეირნეს ბარსელონის ცენტრალურ ნაწილსა და კატალონიის მოედანზე -Plaça de Catalunya-ზე; ესტუმრნენ ანტონიო გაუდის შედევრს, ჯადოსნურ გუელის პარკს; დაათვალიერეს საგრადა ფამილია, გასაოცარი სილამაზის ტაძარი, ანტონიო გაუდის მთავარი ქმნილება. რომელსაც ესპანელმა არქიტექტორმა თავისი ცხოვრების 40 წელი შეალია, მაგრამ ვერ დაასრულა; მოინახულეს ამავე არქიტექტორის შექმნილი Casa Batlló - საუცხოო ქმნილება; ყველა ახალგაზრდის საოცნებო სტადიონს „კამპ ნოუსაც ესტუმრნენ", რომელიც ევროპის უდიდესი საფეხბურთო სტადიონია.

სამომავლო საერთაშორისო აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად ჩვენს სკოლებში არსებულ კლუბებში მოსწავლეები აქტიურად მუშაობენ, რადგან სისტემატურად ვიღებთ  მოწვევებს სხვადასხვა კონფერენციების, ოლიმპიადებისა და გამოფენების ორგანიზატორებისგან.

სარაგოსა

ბარსელონა

bottom of page