iWise 2025, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაიმსახურეს საერთაშორისო აღიარება — დიდ ბრიტანეთში გამართულ iWise (World Innovative Student Expo) 2025 კონფერენციაზე მათ მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვეს და ჟიურის მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
📌 მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს მათემატიკის, STEM, TALENT და ART კატეგორიებში და დამსახურებულად მოიპოვეს მედლების შთამბეჭდავი რაოდენობა:
🏅 7 ოქრო
🥈 4 ვერცხლი
🥉 13 ბრინჯაო
✨ ჩვენი გუნდის წევრები გამოირჩნენ კრეატიულობით, ინოვაციური ხედვითა და საგნობრივი სიღრმით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქართულ-ამერიკელმა მოსწავლეებმა საერთაშორისო ასპარეზზე მეცნიერების, ინოვაციისა და ხელოვნების ერთობლივი სინთეზი წარმოაჩინეს.💷
👩🏫👨🏫 GAHS & GAS-ის გუნდებს ხელმძღვანელობდნენ: ლადო მესხიშვილი, სალომე კუბლაშვილი, ლელა ფიცხელაური, მაკა ხუროძე
📍 iWise-ის კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება დიდ ბრიტანეთში, სადაც GAHS და GAS ოფიციალურ პარტნიორობას ინარჩუნებენ და მუდმივად საქართველოს სახელით ასპარეზობენ.
🎊 ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ დიდ გამარჯვებას!ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს განათლებისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო წარმატებებს უსვამს ხაზს.
