top of page

ჩვენი პატარა ელჩები



ქართულ- ამერიკულ უმაღლეს სკოლაში და სკოლა - Noble Prize Laureats თელ-ავივი, ისრაელი ჩატარდა ერთობლივი ონლაინ პროექტი. პროექტი მიმდინარეობდა რამდენიმე თვის მანძილზე.

ისრაელის საგარეო და განათლების სამინისტროების საინიციატივო პროექტს - online schooling ხელმძღვანელობდნენჩვენი პედაგოგები ქეთი გიორგაძე და გვანცა გახოკიძე, ხოლო ისრაელის მხრიდან რონი ზედეკი და ავშალომ გროსმენი. პროექტის ფარგლებში საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა შეასრულეს დავალებები ებრაელ ბავშვებთან ერთად ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვა ინტერნეტ პროგრამების გამოყენებით. პროექტის მსვლელობისას ორი ქვეყნის მოსწავლეებს ჰქონდათ გაცნობითი ხასიათის პირდაპირი ჩართვები თანატოლებთან, ამ ტელეხიდის საშუალებით მოხდა აზრების გაცვლა, ქვეყნების კულტურული თავისებურებების ურთიერთგაზიარება და თანატოლებს შორის საერთო ინტერესებზე საუბარი.



bottom of page