top of page

მათემატიკის კვირეული ქართული

ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში ჩატარდა მათემატიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კვირეული, რომელიც მრავალფეროვანი, სახალისო, შემეცნებითი და ინოვაციური აქტივობებით გამოირჩეოდა.

კვირეულის დამამთავრებელი აკორდი იყო ჩვენი სკოლის მოსწავლეების საზეიმო გაცილება რუმინეთში, ქ. კლუჟ-ნაპოკაში ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე. ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით წარმოადგენენ საპროექტო ნამუშევრებს მათემატიკის, ფიზიკისა და სიცოცხლის მეცნიერებების სექციაში. წელს ჩვენი სკოლის 6 მოსწავლე სამ საპროექტო ნაშრომს წარმოადგენს მათემატიკის სექციაში.

იმედი გვაქვს, ჩვენი სკოლის მოსწავლეები არ დაარღვევენ ტრადიციას და კონფერენციიდან კვლავ ოქროს მედლით დაგვიბრუნდებიან!






bottom of page