top of page

საატესტატო გამოცდები 2015

მე-11 კლასის დამამთავრებელი გამოცდები დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გამოცდებს 41 ათასზე მეტი მოსწავლე აბარებდა. სამწუხაროდ, ზღვარი-5,5 ქულა მოსწავლთა დაახლოებით 12% ვერ გადალახა (თითქმის ყოველი მე-8 მოსწავლე). ყველაზე მეტი მოსწავლე ფიზიკის გამოცდაში ჩაიჭრა-5%. მით უფრო სასიხარულოა ჩვენი სკოლის მოსწავლეთა წარმატება – წელს ხომ 47 მე-11 კლასელი გვყვავდა. ყველა მათგანმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეთა საშუალო შედეგი საგნების მიხედვით შემდეგია: ქიმია – 8,38 გეოგრაფია – 8,37 ბიოლოგია – 8,3 ფიზიკა – 7,8 საუკეთესო შედეგები ოთხივე საგნის მიხედვით აჩვენეს: ათოსნები: ოსიაშვილი ანა ( სამი 10-იანი) რაზმაძე უჩა (ორი 10-იანი) ზივზივაძე ანი (ორი 10-იანი) ვერულაშვილი სალომე ჭანტურია ნინო გიორგაძე გიორგი ბაკაშვილი ლიკა სხილაძე მარიამი ჯაბაური ჯაბა რუხაძე თეონა შინჯიკაშვილი ანი ალიბეგაშვილი ლიზი ავალიშვილი ავთო მუყასაშვილი ნიკადემეტრაშვილი ანი ბლუაშვილი ლაშა ჯოლბორდი მზია შატავიძე ზურა თედიაშვილი ლანა ბალიაშვილი გიორგი ლობჯანიძე სალომე ხომერიკი ირაკლი ფუტკარაძე ანა ჩხაიძე მარი მზარელუა ნიკა დარჩენილ ოთხ საატესტატო გამოცდას-მათემთიკა, ქართული, ინგლისური და ისტორია-უკვე მეთორმეტე კლასელები გაისად, მაისის თვეში, ჩააბარებენ.



bottom of page