top of page

პოეზიისა და თეატრის IX საერთაშორისო კონკურსი

IX International Contest of Poetry and Theatre

იტალიაში ქ. ტრიესდში, კასტელო დი დუინოს სახელობის პოეზიისა და თეატრის IX საერთაშორისო კონკურსზე, რომლის თემატიკაც იყო ,,მომავალი … ადგილი სამყაროში’’, 16 წლამდე მონაწილეებს შორის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლემ ლიზი ბუდაღაშვილმა აიღო იტალიელი პოეტის სერჯო პენკოს სახელობის სპეციალური პრიზი. ლიზის ლექსის სათაურის შინაარსიც ,,ფიქრები ცხოვრების კარებთან’’ დაემთხვა კონკურსის თემატიკას. კონკურსის ღონისძიებები, პოეზიის საღამოები ლიზიმ მუსიკალურად გააფორმა საკუთარი მუსიკალური კომპოზიციებითა და კლასიკოსთა ნაწარმოებების შესრულებით. ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ასევე ამ კონკურსზე გაგზავნილმა წარდგენილმა ფოტომ: „მომავალი….. ადგილი სამყაროში“. ეს ფოტოგამოფენა და დისკუსიები სწორედ ლიზის მიერ გაგზავნილი ფოტოთი გაიხსნა. 28 მარტს ლიზი მიწვეული იყო მე-9 არხის გადაცემაში ,,ახალი დილა’’ საპატიო სტუმრად. 16 აპრილს ლიზი საპატიო სტუმრად მიიწვიეს 142 – ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა. ღონისძიებაზე მოსწავლეები განიხილავენ ლიზის შემოქმედებას, მოეწყობა მისი ნახატების გამოფენაც. 24 აპრილს 6 სთ-ზე კი მოეწყობა ლიზის წიგნის „ფიქრობანას თამაშის’’ პრეზენტაცია საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში.

The IX International Poetry Prize “Castello di Duino” was held in Trieste, Italy. Lizi Budaghashvili, a student of Georgian-American High School was awarded a special prize of Sergio Penco. The title of Lizi’s poem itself, “Thoughts on the Door of Life” coincided with the theme of the contest. The contest was accompanied by Lizi playing her own compositions and the works of other famous musicians on piano. The discussion of the photo section of the contest was opened by the photo presented by Lizi, “Future … A Place in the World”, which also was among the favorites. Lizi was an invited honor guest at the 9th channel on the program “Axali Dila” on march 28, 2013. The students and teachers of public School 142 also invited Lizi as an honor guest for April 16, 2013. Lizi’s art will be discussed at the meeting and she will also hold a presentation of her drawing at the school. At 6 o’clock, on April 24, 2013 Lizi will also present her book, “Playing the Thought” at the Youth Center of Cathedral of Tbilisi.


bottom of page