top of page

ევროპის ჩემპიონის სტუმრობა

ქართულ-ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ „სპორტული კვირეული 2017“-ის ფარგლებში გამორჩეული მოჭადრაკე, 2017 წლის ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატის გამარჯვებული, დიდოსტატი ნანა ძაგნიძე მიიწვია.


წარმატებულმა მოჭადრაკემ ქართულ-ამერიკული საშუალო სკოლის შიდასასკოლო ჭადრაკის ჩემპიონატში გამარჯვებულებს დიპლომები გადასცა და IV-1 კლასს 2017 წლის გუნდური თასი გადასცა.


მათ დიდოსტატ ნანა ძაგნიძეს ევროპის ჩემპიონატი მიულოცეს და საქართველოსთვის მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინის დაბრუნება უსურვეს.



bottom of page