top of page

ევროკავშირის მოდელირება

𝟮𝟯-𝟮𝟰 თებერვალს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა 𝗚𝗲𝗼𝗿𝗴𝗶𝗮𝗻-𝗔𝗺𝗲𝗿𝗶𝗰𝗮𝗻 𝗛𝗦- ში 𝗣𝗿𝗼𝗔𝗰𝘁𝗶𝘃𝗲 𝗚𝗿𝗼𝘂𝗽 𝗚𝗲𝗼𝗿𝗴𝗶𝗮-ს მხარდაჭერით განხორციელდა საგანმანათლებლო პროექტი- ,,ევროკავშირის მოდელირება”.


პროექტის მიზანი მონაწილეებში ევროკავშირის სტრუქტურის, ღირებულებების და მუშაობის პრინციპის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე კრიტიკული აზროვნების, ეფექტური პრეზენტაციის, კომუნიკაციის და საჯარო სიტყვით გამოსვლის უნარების გაუმჯობესება იყო.


პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ევროკავშირში შემავალი ქვეყნების სახელით მსჯელობდნენ თემაზე:


,,უნდა შევიდეს თუ არა საქართველო ევროკავშირში?“

მონაწილეებმა ერთხმად მიიღეს რეზოლუცია და არგუმენტირებულად დაამტკიცეს რატომ უნდა გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი.




bottom of page