top of page

დაჯილდოება პარლამენტში

17აპრილს საქართველოს პარლამენტში მოეწყო იმ სკოლების დაჯილდოება, რომელთა მოსწავლეებმა საერთაშორისო ასპარეზზე ასახელეს ჩვენი ქვეყანა.

სულ დაჯილდოვდა4სკოლა. ჩვენთვის რაოდენ სასიხარულოა, რომ სამ ფიზიკა-მათემატიკურ (კომაროვის, ვეკუას, რაზმაძის) სკოლასთან ერთად დაჯილდოვდა ჩვენი –ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა. გამარჯვებული სკოლები განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ – ქ-მა მარიამ ჯაშმა და მისმა პირველმა მოადგილემ ბ-მა გენადი მარგველაშვილმა დააჯილდოვეს.

სკოლებს ქართული პარლამენტარიზმის100წლის იუბილეს აღსანიშნავი სპეციალური მედალი გადაეცათ.

ბ-მა გენადიმ განსაკუთრებით აღნიშნა ჩვენი სკოლის საერთაშორისო წარმატებები საპროექტო კონფერენციებზე. მიმდინარე სასწავლო წელს ჩვენმა მოსწავლეებმა უკვე გაიმარჯვეს სერბეთის, ბოცვანის, ამერიკის და ტუნისის საერთაშორისო შეჯიბრებებზე.

სკოლის დირექტორმა ბ-მა მამუკა მესხიშვილმა ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საპროექტო კონფერენციები სკოლის ცხოვრებაში და წარმატება უსურვა ჩვენს გუნდს(10მოსწავლე), რომელიც18-26აპრილს მონაწილეობას მიიღებს კუალა-ლუმპურის (მალაიზია) ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე.




bottom of page