top of page

„აფხაზეთი საქართველოა“

  • 2 days ago
  • 1 min read

 𝟭𝟴 დეკემბერს ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში გაიმართა მნიშვნელოვანი და ემოციურად დატვირთული ღონისძიება — „აფხაზეთი საქართველოა“, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა სკოლის მისია: ეროვნული თვითშეგნების, ისტორიული მეხსიერებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე თაობის აღზრდა.

 ღონისძიების ფარგლებში ჩვენი სკოლის დირექტორი, მამუკა მესხიშვილი, შეხვდა მოწვეულ სტუმარს — ბესო ჩუბინიძეს, აფხაზეთის ომის მონაწილეს, რომელიც 𝟭𝟳 წლის ასაკში იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. სტუმარმა მოსწავლეებს გაუზიარა პირადი გამოცდილება და ისტორია საქართველოს დროშის შესახებ, რომელსაც ბრძოლის დროს არასდროს იშორებდა და რომელიც მისთვის ერთგულებისა და შეუპოვრობის სიმბოლო იყო.

 ღონისძიების ორგანიზატორი იყო დაწყებითი საფეხურის პედაგოგი სოფო თედიაშვილი, ხოლო მონაწილეები მის მეოთხე კლასის მოსწავლეები.

 ღონისძიების შინაარსი კიდევ უფრო გაამდიდრა მამების აქტიურმა ჩართულობამ, რომლებმაც შვილებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა და შექმნეს თაობათა შორის მნიშვნელოვანი კავშირი.

 შეხვედრას მოჰყვა ემოციური გაგრძელება, როდესაც ბესო ჩუბინიძემ მონაწილეებს გააცნო მათი თანატოლი ბავშვები, რომლებიც არ არიან დაბადებული საქართველოში, თუმცა გულწრფელ სიყვარულს გამოხატავენ საქართველოსა და აფხაზეთის მიმართ.

 ასეთი შეხვედრები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქართული-ამერიკული უმაღლესი სკოლა არის სივრცე ღირებულებებზე დაფუძნებული განათლებისთვის.


 
 
bottom of page