top of page

MILSET – ის წარმომადგენლები ჩვენს სკოლაში

2020 წლის იანვარში ქართულ-ამერიკულ უმაღლეს და ქართულ-ამერიკულ სკოლებს ესტუმრნენ MILSET – ევროპის აღმასრულებელი საბჭოს პრეზიდენტი, ანტუან ვან რუმბეკი და ჯიონათა პანდიდი, MILSET ევროპის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. მათი ვიზიტის მიზანი იყო ჩვენს სკოლებთან ერთად ერთობლივი ძალებით ორგანიზება გაეკეთებინათ ღონისძიებებისთვის, რომლებიც მოემსახურება ბავშვებისა და ახალგაზრდების მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ აქტივობებში მაქსიმალურ ჩართულობას, რათა ხელი შეეწყოს მოზარდებში სოციალური უნარებისა და კავშირების განვითარებას არა მარტო ეროვნულ, არამედ საერთაშორისო დონეებზეც. MILSET-ი არის მოძრაობა რომელიც ეხმარება წევრებს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების პოვნაში, ერთმანეთთან კავშირის დამყარებაში და ერთობლივი შესაძლებლობების და ამოცანების დასახვასა და გადაწყვეტაში. იგი დღევანდელი მდგომარეობით 90 ქვეყანაში მუშაობს.



bottom of page