top of page

MILSET Expo-Sciences International (ESI) 2025

ESI 2025 — მსოფლიო ახალგაზრდული სამეცნიერო ფორუმი, აბუ დაბი


27 სექტემბერს საქართველოს ნაკრები - დაკომპლექტებული ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების მოსწავლეებით - გაემგზავრა არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, მსოფლიო ახალგაზრდულ სამეცნიერო ფორუმში — ESI 2025 მონაწილეობა მისაღებად.

საქართველოს ღირსებას იცავდნენ

იაკობ საფარაშვილი

ნილა თავაძე

გიორგი ნიკოლეიშვილი

მიკა მესხიშვილი

ნიკა მინდიაშვილი

ლუკა მინდიაშვილი

არდალან ბანიჰაშემი


ჩვენმა მოსწავლეებმა თავიანთი ნაშრომები წარადგინეს და მეტოქეობა გაუწიეს 1200-ზე მეტ მონაწილეს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან.

სამეცნიერო გამოფენაში მონაწილეობის გარდა, მათ მენტორებთან ერთად მოინახულეს აბუ დაბის კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები:

  • აბუ დაბის ლუვრში გაეცნენ მსოფლიო ხელოვნების უნიკალურ ნამუშევრებს;

  • აღფრთოვანდნენ შეიხ ზაიდის დიდი მეჩეთის არქიტექტურითა და სიდიადით;

  • უდაბნოს ტურზე დიუნებზე ჯიპებით სრიალითა და მზის ჩასვლის საოცარი სილამაზით ისიამოვნეს.

ეს იყო დაუვიწყარი დღეები — სავსე ახალი გამოცდილებებით, შთაბეჭდილებებით და გამარჯვების სიხარულით.

გამოფენა ტრიუმფალურად დასრულდა — მოსწავლეებს გადაეცათ მედლები და სერტიფიკატები.



 
 
bottom of page