top of page

მემორანდუმი ლიტვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან

გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი LCC International University-თან, რომელიც დაარსდა 1991 წელს ამერიკის მოქალაქეების მიერ და ლიტვაში, ქ. კლაიპედაში მდებარეობს.

ჩვენი 5 კურსდამთავრებული უკვე მეორე წელია წარმატებით სწავლობს აღნიშნულ უნივერსიტეტში.

აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლა მხოლოდ ინგლისურ ენაზეა.

თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, LCC International University ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

კერძოდ, უნივერსიტეტში სწავლის საფასური ჩვენი მოსწავლეებისათვის შეადგენს წლიურად 2750 ევროს, რომელიც სწავლის გარდა მოიცავს საცხოვრებლის ხარჯებს.

მემორანდუმის მიხედვით, ყოველწლიურად ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 10-წევრიანი დელეგაცია გაემგზავრება ქ. კლაიპედაში და ამავდროულად აღნიშნული უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც განახორციელებენ მსგავსი ხასიათის ვიზიტს ჩვენს სკოლაში.

უნივერსიტეტში ჩასარიცხი მისაღები გამოცდა ჩვენს სკოლაში ჩატარდება LCC International University-ს ლექტორების მიერ.




Comentarios


Los comentarios se han desactivado.
bottom of page