დამტკიცდა საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობა ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე. წელს – ICYS (International Conference of Young Scientists) სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართება 21-27 აპრილს. ნაკრები ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლების მოსწავლეებით დაკომპლექტდა:
თენგიზ მაისურაძე
ანი იოსელიანი
საბა გიორგაძე
თეიმურაზ ჯაყელი
თავიანთ ნაშრომებს სიცოცხლის მეცნიერებების სექციაში წარადგენენ. წელს ჩვენი სკოლების მოსწავლეები საქართველოს ღირსებას სერბეთის კონფერენციის გარდა დაიცავენ ტუნისის, ნიუ-იორკის, ლოს-ანჯელესის და გერმანიის საერთაშორისო შეჯიბრებებში.
Comments