2021 წლის 5-8 ნოემბერს I-Fest Projects Competition უკვე მეთორმეტედ ჩატარდა
I-Fest არის ახალგაზრდა მეცნიერთა ყველაზე დიდი კონფერენცია მსოფლიოში, რომელსაც წელს 40 ქვეყნიდან 1000-ზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა. მათ წარმოადგინეს 450 პროექტი 11 სექციაში.
საქართველოს გუნდმა, რომელიც მთლიანად ქართველ-ამერიკელი საშუალო სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული, დიდ წარმატებას მიაღწია.
ქართველმა მოსწავლეებმა მათემატიკის განყოფილებაში წარმოადგინეს 2 პროექტი.
1. Loci Using Three Fixed Points-Mariam Anasashvili and Giorgi GogiaShvili
2. Generalization of Van Schooten's Theorem-Ana Andghuladze and Mari Okujava
ორივე პროექტმა ოქროს მედალი მოიპოვა!
ორი ოქროს მედალი ერთ სექციაში - ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში!
საერთო ჯამში ოქროს მედლები მხოლოდ 11 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო.
მათი მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, საქართველო აბსოლუტურ პირველ ადგილზეა!

Opmerkingen