top of page

📢 GAHS და GAS ჰარვარდის მოდელირების კონგრესზე (ბელგია, ბრიუსელი)

  • Mar 31, 2025
  • 1 min read

Updated: Dec 4, 2025




 ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ ჰარვარდის მოდელირების კონგრესზე ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში!

 ჰარვარდის მოდელირების კონგრესი (HMCE) დაარსდა 1988 წელს და ის არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სამოქალაქო ჩართულობის კონფერენცია სკოლის მოსწავლეებისათვის.

 კონფერენციას ატარებენ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები .

 38 წლის განმავლობაში ჰარვარდის მოდელირების კონგრესი (HMCE) გახდა ევროპაში პირველი სამთავრობო სიმულაციების კონფერენცია, რომელშიც ყოველწლიურად 400-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეა ჩართული.

 კონფერენცია შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მონაწილეობა მიიღონ დებატებში ყველაზე აქტუალურ თანამედროვე პრობლემებზე და სიმულაციის საშუალებით მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თანამონაწილენი გახდნენ.

  ჰარვარდის მოდელირების კონგრესი მოიცავს აშშ-ს კონგრესის კომიტეტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოდელირებას.

 ჩვენი სკოლების მოსწავლეები არიან შემდეგი კომიტეტებისა და ორგანიზაციების წევრები:

 NATO

 SENATE HELP

 House SST

 Media

 G20

 WHO

 Historical Committee

 World Bank

 European Council

 UNHRC

 House Homeland

 კონფერენცია გაგრძელდება 14-17 მარტის განმავლობაში. მოსწავლეები ეწვევიან ევროპის პარლამენტს და მოინახულებენ ბრიუსელის სხვა ღირსშესანიშნაობებს.

 ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია არაფორმალური განათლების მიმართულებით.

GAHS და GAS მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ მსგავს პროექტებში, გაიუმჯობესონ მეტყველების, კომუნიკაციისა და სხვა მნიშვნელოვანი უნარები.

ფოტომასალა სრულად იხილეთ აქ: https://drive.google.com/.../1KaEpgLoeUYTfGEn8Chwx4mJQEAn...



 
 

 © GAHS 2026 ყველა უფლება დაცულია.

bottom of page