top of page

Mu Alpha Theta

Mu Alpha Theta არის ნაციონალური უმაღლესი სკოლისა და ორწლიანი მათემატიკური კოლეჯების ასოციაცია, რომელიც დაარსდა ოკლაჰომის უნივერსიტეტში 1957 წელს რიჩარდ ანდრესის და მისი მეუღლის ჯოზეფინ ანდრესის მიერ. ორგანიზაციის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს სტიპენდიების, გრანტების გაცემა, აგრეთვე სკოლებსა და კოლეჯებში მათემატიკის პოპულარიზაცია. Mu Alpha Theta -მიზნებია:

  • შესთავაზოს სკოლებს სხვადასხვა მეთოდი მათემატიკით დაინტერესებული სტუდენტების წახალისებისთვის.

  • გაუკეთოს ორგანიზება სტუდენტთა და მასწავლებელთა ყრილობებს, რათა დაინტერესებულმა პირებმა  შეძლონ მონაწილეობა მიიღონ სხვადსხვა მეცნიერული სიახლის დანერგვასა და ურთიერთგაზიარებაში.

  • დააჯილდოვოს განსაკუთრებული მიღწევებისათვის სპეციალური ჯილდოებით როგორც სტუდენტები, ასევე მათი ფაკულტეტების ხელმძღვანელები.

  • ხელი შეუწყოს ისეთი მათემატიკური კონკურსების ჩატარებას, როგორებიცაა Log 1 Contest, Rocket City Math League, Mathematical Minutes Video Contest. და სხვა.

დღესდღეობით Mu Alpha Theta-ში  გაერთანებულია 93 000 სტუდენტი და 1950-ზე მეტი სკოლა. ასოციაციაში  შემავალი წევრები 4 რეგიონად იყოფა: 

  • 1 რეგიონი: ამერიკის შეერთებული შტატები (ალიასკა, არიზონა, კალიფორნია, კოლორადო, ჰავაი, აიდაჰო, ილიონისი, აიოვა, კანზასი, მინესოტა, მისუური, მონტანა, ნებრასკა, ნევადა, ნიუ მექსიკო, ჩრდილოეთი დაკოტა, სამხრეთი დაკოტა, ორეგონი, იუტა, ვაშინგტონი, ვისკონსინი, ვაიომინგი)  კანადა, წყნარი ოკეანის კუნძულები და დასავლეთი ევროპა.

  • 2 რეგიონი: ამერიკის შეერთებული შტატები (არკანზასი, ლუიზიანა, ოკლაჰომა, ტეხასი), აზია და შუა აღმოსავლეთის ქვეყნები.

  • 3 რეგიონი: ამერიკის შეერთებული შტატები (ალაბამა, კონექტიკუტი, ინდიანა, კენტუკი, მენი, მასაჩუსეტსი, მიჩიგანი, მისისიპი, ნიუ ჰემპშირი, ნიუ ჯერსი, ნიუ იორკი, ოჰაიო, როდ აილანდი, ტენესი, ვერმონდი), აღმოსავლეთ ევროპა (ამ ჯგუფში შედის საქართველოც).

  • 4 რეგიონი: ამერიკის შეერთებული შტატები (დელავერი, კოლუმბია, ფლორიდა, ჯორჯია, მერილენდი, ჩრდილოეთი კაროლინა, პენსილვანია, სამხრეთი კაროლინა, ვირჯინია, დასავლეთი ვირჯინია), პუერტო რიკო, კარიბის კუნძულები და აფრიკა.

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა არის პირველი კავკასიაში, რომელიც  2005 წლის მარტს გახდა Mu Alpha Theta-ს წევრი, რაც საშუალებას აძლევს ყველა კლასის მოსწავლეს გაწევრიანდეს და მონაწილეობა მიიღოს ამერიკაში გამართულ ყველა სახეობის მათემატიკურ კონკურსში. ქართულ-ამერიკური უმაღლესი სკოლა განსაკუთრებით აქტიურია Log 1-ის შეჯიბრში, სადაც 2005 წლიდან მოყოლებული ჩვენი სკოლის მოსწავლეები რეგულარულად იკავებენ მოწინავე ადგილებს რეგიონში როგორც ინდივიდუალურ, ასევე სკოლების შედეგებში.

კონკურსი Log 1 არის შესანისნავი შესაძლებლობა, რომელიც საშუალებას აძლევს  სკოლებს სხვადასხვა ქვეყნიდან შეეჯიბრონ ერთმანეთს. Log 1 კონკურსი შედგება 3 რაუნდისგან და ტარდება  დეკემრიდან თებერვლის ჩათვლით. თითოეული ტესტი შედგება 15 ღია კითხვისგან, რომელიც უნდა შესრულდეს 30 წუთში კალკულატორის გამოყენების გარეშე. 1 და 2 რაუნდის პასუხები ცნობილი გახდება მარტის ბოლოს. 1 რაუნდი შედგება ორი თემატური ტესტისგან. სტუდენტს შეუძლია აირჩიოს და შეასრულოს ან მატრიცის ტესტი ან ექსპონანტები. 2 რაუნდის ტესტიც გარკვეული თემატური მასალის ირგვლივ არის შედგენილი და აქაც სტუდენტს შეუძლია აირჩიოს გეომეტრიულ ტესტსა და მიმდევრობას შორის. 3 რაუნდი არის ინდივიდუალური ტესტი ზოგად მათემატიკაში. ქულები დაჯამდება და შეფასდება ტესტის სირთულის მიხედვით, საბოლოო ქულა გამოიანგარიშება სამივე ტესტის შედეგების მიხედვით.

კონკურსი – პრეზენტაცია (მათემატიკური ვიდეო კონკურსი).

კონკურსის მონაწილეებს მოეთხოვებათ საგანმანათლებლო და სახალისო ვიდეოს მომზადება, რაც გულისხმობს ნებისმიერი  მათემატიკური თემის შესახებ ხუთწუთიანი ინფორმაციული ვიდეორგოლის მომზადებას  ჯგუფში ან ინდივიდუალურად. ვიდეოში კარგად და მკაფიოდ უნდა იყო ასახული კვლევის მიზანი. საკვლევი საკითხი  უნდა აიხსნას საინტერესო ხერხით, მეტყველება უნდა იყო მკაფიო, ილუსტრაციები უნდა შეესაბამებოდეს თემას.

uu-224x300.jpeg
bottom of page