ჰოლანდია 2012
წარმატება ჰოლანდიაში: 2012 წლის 16-23 აპრილს, ჰოლანდიის ქალაქ ნაიმეგენში გაიმართა – ახალგაზრდა მეცნიერთა XIX საერთაშორისო კონფერენცია. ჩვენი სკოლა საქართველოს ნაკრების სახელით დაწყებული 2004 წლიდან სისტემატურად მონაწილეობს აღნიშნულ კონფერენციაში.
წელს საქართველოს ნაკრები ჩვენი სკოლის – 11 და ი.ვეკუას სახელობის N 42 სკოლის 1 მოსწავლით იყო დაკომპლექტებული. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა მონაწილეთა გეოგრაფია – მონაწილე ქვეყნების რაოდენობამ 22-ს, ხოლო მონაწილეთა რაოდენობამ 168-ს მიაღწია. მით უფრო სასიხარულოა ქართველების წარმატებული გამოსვლა. ტრადიციულად ჩვენმა გუნდმა წარმატებულად იასპარეზა მათემატიკის სექციაში.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ერთი სპეციალური პრიზი და ორი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს. გამარჯვებულები გახდნენ:
ანა დავითაშვილი – სპეციალური პრიზი (მათემატიკა);
მირიან მესხიშვილი – სპეციალური პრიზი (მათემატიკა);
ცოტნე მამალაშვილი – ბრინჯაოს მედალი (მათემატიკა);
ბექა ჩხარტიშვილი – ბრინჯაოს მედალი (მათემატიკა);
ირაკლი სარალიძე – ბრინჯაოს მედალი (მათემატიკა);
თორნიკე აბრამიშვილი – ბრინჯაოს მედალი (მათემატიკა);
ალექსანდრე ბარნაველი – ბრინჯაოს მედალი (ფიზიკა).
აღსანიშნავია, რომ კონფერენცია ბრწყინვალედ იყო ორგანიზებული, ყოველ დღე დატვირთული იყო გამორჩეული ღონისძიებებით. დისნეილენდმა (ეფტალგინი), გემით გასეირნებამ, აარნემის ზოოპარკმა, ამსტერდამის მადამ ტუსოს მუზეუმმა და სხვა მრავალმა ღირსშესანიშნაობებმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს მოსწავლეებზე.
შემდეგი XX საერთაშორისო კონფერენცია ინდონეზიაში გაიმართება, საიდანაც უკვე მიიღო მოწვევა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის გუნდმა.