top of page

ICYS

1993 წელს ბუდაპეშტის ეტვეშ ლორანდის სახელობის უნივერსიტეტისა და ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ურთიერთთანამშრომლობის შედეგად გადაწყვიტეს გაემართათ კონფერენცია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 14-18 წლამდე მოზარდებს შორის. მსგავსი ახალგაზრდული შეჯიბრების მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეები გაცნობოდნენ მეცნიერული კვლევის მეთოდებსა და კვლევის სხვადასხვა ეტაპს, რაც მოიცავს საკვლევი მასალის განსაზღვრას, პრობლემის დასახვას და კვლევის წარმოებას, ჰიპოთეზის განვითარებას და საბოლოო ანალიზს.

ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია პირველად გაიმართა პოლონეთის ქალაქ ვიშეგრადში, 1994 წელს. დაარსების პერიოდიდან დღემდე  უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას ზემოხსენებულ კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორებიცაა ბელორუსია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ფინეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ინდოეთი, მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, სინგაპური, სლოვაკეთი, უკრაინა, აშშ, უნგრეთი, ლიტვა, ბრაზილია, ხორვატია, ინდონეზია, თურქეთი, ირანი, ტაილანდი, ნიგერია, ჩინეთი, კორეა, მალაიზია, სერბეთი, ტაივანი. საერთაშორისო კონფერენციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ  ნიჭიერი მოსწავლეების განათლებაში, აძლევენ რა მათ უნიკალურ შესაძლებლობას გაიღრმავონ ცოდნა მეცნიერების სხვადასხვა სფეროში.

არსებულ მრავალი  ტიპის მეცნიერულ ღონისძიებათა შორის  ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია გამოკვეთს ინდივიდუალურ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით, როგორებიცაა ფიზიკა, მათემატიკა, კომპიუტერული ტექნოლოგიები და ეკოლოგია. მოთხოვნების თანახმად  ყოველი მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოს მოხსენება მის მიერ შერჩეულ კონკრეტულ საკითხზე ზემოთ ჩამოთვლილი მეცნიერების სფეროებიდან. კონფერენციის წესების გათვალისწინებით ინგლისურ ენაზე წარმოდგენილი მოხსენება არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. მომზადებისთვის დამატებითი დროის ხანგრძლივობის განსაზღვრა და დადგენა ხდება ჟიურის თავჯდომარის მიერ. საერთაშორისო ჟიური აფასებს და აჯილდოებს წარმოდგენილ პრეზენტაციებს.

ყოველ წელს ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილი 60 – 70 მოხსენება დაყოფილია 4 სექციად. მსგავსი სახის ღონისძიება მიზნად ისახავს მოსწავლეთა დახელოვნებას შემდეგ უნარებში:

  • კვლევითი სამუშაოების წარმოება

  • პრეზენტაცია და საკუთარი შედეგების განხილვა

  • კვლევის შედეგების ფორმულირება

  • პრეზენტაციის უცხო ენაზე წარმართვა

კონფერენცია გულისხმობს გარკვეულ ვალდებულებებს. პრეზენტაციის აუცილებელ პირობას წარმოადგენს შესაბამისობა შემდეგ კატეგორიებთან:

  • ფიზიკა

  • მათემატიკა

  • კომპიუტერული ტექნოლოგიები

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

  • საინჟინრო საქმე

  • მეცნიერება სიცოცხლის შესახებ

პრეზენტაცია ნათლად უნდა ასახავდეს კვლევის შედეგებს, მიღწეულს კონკრეტული მომხსენებლის ან მოსწავლეთა ჯფუფის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად.
ცერემონიის გახსნის დღეს კონფერენციაში მონაწილე პირის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 20 წელს, ასევე ის არ უნდა ირიცხებოდეს რომელიმე უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტად. კონფერენციაში მონაწილე ყოველი ჯგუფი შედგება არაუმეტეს ექვსი წარმომადგენლისგან, რომელთაგან ორი გუნდის ლიდერია. დადგენილი წესების თანახმად ერთი დელეგაცია წარმოადგენს 4 პრეზენტაციას.

ქართულ – ამერიკული უმაღლესი სკოლა საერთაშორისო ახალგაზრდულ კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 2005 წლიდან. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პოლონეთში გამართულ კონფერენციებში 2005 და 2009 წელს. გერმანიაში გამართულ კონფერენციაში 2006 წელს, უკრაინაში 2008 წელს, ინდონეზიაში 2010 წელს, ჰოლანდიაში 2012 წელს. ყოველწლიურად სკოლის მოსწავლეები ჯილდოვდებიან მედლებითა და სერტიფიკატებით სხვადასხვა სფეროებში.

2013 წელს ჩვენი სკოლის გუნდი მიემგზავრება ინდონეზიაში მორიგ საერთაშორისო ახალგაზრდულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://metal.elte.hu/~icys/index.html

admin-ajax-300x232 (1).png
bottom of page