DAAD-ის ხელმძღვანელების სტუმრობა

გერმანიაში უმაღლესი განათლების მიღება სამომავლოდ წარმატებული კარიერული წინსვლის გარანტიაა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

4 მაისს ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას გერმანიის აკადემიურ სამსახურის-DAAD-ის  წარმომადგენლები – დოქტ. მარტინ პრაქსენტალერი და დოქტ. ნინო ანთაძე  ესტუმრნენ. ჩვენს სკოლას აგრეთვე სტუმრობდა პროგრამა „ხიდი განათლებისკენ“ წარმომადგენელი ქალბატონი ლიკა ეძგვერაძე. მათ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს გერმანიაში სწავლის გაგრძელების შესახებ, ასევე ისაუბრეს გერმანიაში დაფინანსების მიღებისა და DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეების შეხვედრა DAAD-ის წარმომადგენლებთან  ტრადიციული გახდება. ჩვენი მოსწავლეები ყოველწლიურად  მიიღებენ გერმანიის იმ უმაღლესი სასწავლებლების სიას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართველი სტუდენტების მიღებით.

       დაგვიკავშირდით

  • გ. ჭყონდიდელის ქუჩა 18

  • ნინო რამიშვილის 6

  • ი. ჭავჭავაძის გამზ. 2 ჩიხი N 5                                                                    (შეს. ჭავჭავაძის გამზ. 21)

  • შოვი N 3 (შეს. ჭავჭავაძის გამზ. 44)

2 69 90 14, 597 73 47 93

2 29 16 16, 598 53 30 77

facebook.png
youtube.png

ყველა უფლება დაცულია © 2019

საიტის ავტორი, GAHS-ის მოსწავლე - ლუკა რამიშვილი