top of page

ჰოლანდია, ნაიმეგენი 2004

2004 წლის 18 - 24 აპრილს, ჰოლანდიაში გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია. საქართველოს ნაკრები 5 მოსწავლით იყო დაკომპლექტებული. გუნდს ხელმძღვანელობდა ფიზ.- მათ. მეცნიერებათა დოქტორი მამუკა მესხიშვილი.

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა ლაშა მარგიშვილმა და კოკი ღლონტმა მათემატიკის სექციაში ოქროს მედლები დაიმსახურეს.

image_2021-02-24_003502.png
აშშ, არიზონა 2005



2005 წლის 8-14 მაისს, არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსში მოსწავლეთა სამეცნიერო ნაშრომების რიგით 65-ე ყოველწლიური მსოფლიო ჩემპიონატი (INTEL ISEF (International Science and Engineering Fair) ჩატარდა. მასში პირველად მიიღო მონაწილეობა საქართველოს გუნდმა, რომლის შემადგენლობაში ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლისა და ილია ვეკუას სახელობის №42 ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები შედიოდნენ:
1. თორნიკე მოსიაშვილი (ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა)
2. ლაშა მარგიშვილი (ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა)
3. ნიკოლოზ მაღალდაძე (ილია ვეკუას სახელობის №42 ფიზიკა-მათემატიკური სკოლა)

ჩემპიონატში 1444 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებიც 14 სხვადასხვა სექციაში ეჯობრებოდნენ ერთმანეთს. ჟიურიში მსოფლიოს წარმატებული მეცნიერები იყვნენ, მათ შორის 16 ნობელის პრემიის ლაურეატი.
ჩვენი სკოლის მოსწავლის, ლაშა მარგიშვილის ნაშრომმა ”დიოფანტური მართკუთხა პარალელეპიპედი” ამერიკის მათემატიკური საზოგადოების (Mu Alpha Theta) უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა. მან პრიზთან 1000$-თან ერთად, არიზონას უნივერსიტეტის მოწვევაც მიიღო.

პოლონეთი 2005

2005 წლის 24-30 აპრილს, პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში, ახალგაზრდა მეცნიერთა XII საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც 14 ქვეყნის მოსწავლეები, მათემატიკის, ფიზიკის, ეკოლოგიისა და ინფორმატიკის სექციებში იცავდნენ საკუთარ ნაშრომებს. კონფერენცია ჩვენი სკოლის მოსწავლეების სრული ტრიუმფით დასრულდა.

ლელა ლაცოშვილმა და გიორგი კუხალაშვილმა მათემატიკის, ხოლო ლევან ლაფაჩმა ინფორმატიკის სექციებში გაიმარჯვეს

image_2021-02-24_003414.png

გერმანია 2006

2006 წლის 16-25 აპრილს, გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ახალგაზრდა მეცნიერთა ევროპის მე-13 საერთაშორისო კონფერენცია (ICYS) გაიმართა. საქართველოს ნაკრების გუნდის წევრები ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომლებმაც მათემატიკის სექციაში გაიმარჯვეს.

I პრიზი დაიმსახურეს ლადო მესხიშვილმა და გიორგი მიქაძემ, ხოლო II ნიკა გიგაშვილმა და ზაური სოიდუმათიმ.

image_2021-02-24_003329.png

აშშ, ინდიანა 2006

2006 წლის 5-14 მაისს, ინდიანას შტატის დედაქალაქ ინდიანაპოლისში, მოსწავლეთა სამეცნიერო ნაშრომების რიგით 66-ე მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა (INTEL ISEF (International Science and Engineering Fair), საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შედიოდნენ:


1. ლადო მესხიშვილი (ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლა);

2. თორნიკე კარტოზია (ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლა);

3. ირაკლი ბაიაძე (ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლა);

4. პაატა ივანიშვილი (რუსთავის №1 ფიზიკა-მათემატიკური გიმნაზია).


ჩემპიონატში 1470 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებიც ერთმანეთს 15 სხვადასხვა სექციაში ეჯიბრებოდნენ. ჟიურის შემადგენლობები დაკომპლექტებული იყო მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებით.

ლადო მესხიშვილისა და ირაკლი ბაიაძეს ნაშრომმა “სამი ბისექტრისით სამკუთხედის აგების შეუძლებლობის დამტკიცება”, რომლის ნომერი იყო MA308, გუნდური პროექტების სექციაში IV პრიზი დაიმსახურა.

აშშ, ნიუ მექსიკო 2007

2007 წლის 11-19 მაისს ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ალბუქერქეში მოსწავლეთა სამეცნიერო ნაშრომების რიგით 58-ე მსოფლიო ჩემპიონატი INTEL ISEF (International Science and Engineering Fair) გაიმართა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შედიოდნენ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები:


1. ლადო მესხიშვილი
2. გიორგი კუხალაშვილი
3. გიორგი ბენაშვილი
4. ნიკა გიგაშვილი


ჩემპიონატში 51 ქვეყნის 1511 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებიც ერთმანეთს 17 სხვადასხვა სექციაში ეჯიბრებოდნენ. ჟიური დაკომპლექტებული იყო მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებით. აღსანიშნავია ჩვენი გუნდის წარმატებული გამოსვლა.

ლადო მესხიშვილის ნაშრომმა: “რეკურსიული დამოკიდებულება კონგრუმის პრობლემის ამონახსნებისთვის” ამერიკის მათემატიკური საზოგადოების სპეციალური პრიზი დაიმსახურა;
ხოლო გუნდური პროექტების სექციაში გაიმარჯვა გიორგი კუხალაშვილის, ნიკა გიგაშვილის და გიორგი ბენაშვილის ნაშრომმა “უსასრულო ამონახსნებიანი დიოფანტური განტოლებების ახალი კლასი”, რომელმაც გუნდური პროექტების სექციაში IV პრიზი დაიმსახურა.

უკრაინა 2008

2008 წლის 16-25 აპრილს, ჩერნივცში ახალგაზრდა მეცნიერთა ევროპის მე-15 საერთაშორისო კონფერენცია (ICYS) გაიმართა, რომელშიც ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეების გუნდმა მათემატიკისა და ეკოლოგიის სექციებში წარმატებებს მიაღწიეს.

მათემატიკური სექცია:


1. ლადო მესხიშვილი – პირველი ადგილი

2. ლევან გრძელიშვილი – პირველი ადგილი

3. რომა ჭალიძე – მესამე ადგილი

4. ირაკლი სარალიძე – მესამე ადგილი

5. ლუკა ჯიქია – სიგელი


ეკოლოგიის სექცია: შალვა ხოხაშვილი – სიგელი.

image_2021-02-24_003119.png

აშშ, ჯორჯია 2008

2008 წლის 11-21 მაისს, საპროექტო ნაშრომების რიგით 59-ე მსოფლიო ჩემპიონატს ჯორჯიის დედაქალაქმა ატლანტამ უმასპინძლა.
საქართველოს ნაკრების ღირსებას ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის სამი მოსწავლე იცავდა:

1.შალვა ხოხაშვილი
2.ლია ერაძე
3.ანა ბეჟიტაშვილი

მათ საპროექტო ნაშრომები ეკოლოგიის სექციაში წარადგინეს. მსოფლიო ჩემპიონატზე 52 ქვეყნის 1554 მოსწვლე მონაწილეობდა, რომლებმაც ნაშრომები 18 სხვადსხვა სექციაში წარადგინეს. ჩვენს გუნდზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ატლანტის ღირსშესანიშნაობებმა.

განსაკუთრებით ატლანტა ჰოუქსის საკალათბურთო არენამ, სადაც მამუკა მესხიშვილის ყოფილი მოსწავლე ზაზა ფაჩულია თამაშობს.

image_2021-02-24_003001.png

პოლონეთი 2009

2009 წლის 22 აპრილიდან 1 მაისამდე, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, ახალგაზრდა მეცნიერთა XIII საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაზე 14 ქვეყნის მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებიც მათემატიკური გუნდური პროექტების ოთხ სექციაში იცავდნენ თავიანთ ნაშრომებს.
მათ შორის იყვნენ ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს:


ვერცხლი – ირაკლი სარალიძე და თორნიკე აბრამიშვილი;
ბრინჯაო – რომა ჭალიძე და გივი კახაბრიშვილი;
ბრინჯაო – მირიან მესხიშვილი, ზაზა ქიქავა და გურამ ლიპარტელიანი.

image_2021-02-24_002905.png

ჰოლანდია 2010

2010 წლის 2-დან 8-მდე ჰოლანდიაში, ქალაქ ამსტერდამში გაიმართა ეკოლოგიის მეორე საერთაშორისო კონფერენცია “INESPO”, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები:

გიორგი ჯობავა – IXკლასი/მესამე ხარისხის სიგელი;
გიორგი გრიგალაშვილი -X კლასი/მესამე ხარისხის სიგელი;
არჩილ ომანაძე – X კლასი/მესამე ხარისხის სიგელი.
ტურის ორგანიზატორებმა მოაწყვეს ექსკურსია ჰოლანდიაში და ბელგიაში, სადაც ბავშვებმა მოინახულეს ამსტერდამის და ბრიუსელის ისტორიული ღირშესანიშნაობები.

image_2021-02-24_002808.png

ინდონეზია 2010

2010 წლის 10-19 აპრილს ქართულ ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეთა გუნდი გაემგზავრა ISYC-ის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა ინდონეზიაში, კუნძულ ბალზე. ჩვენის სკოლის მოსწავლეთა გუნდის შემადგენლობაში იყვნენ:

 

  • სალომე ირემაშვილი-მესამე ხარისხი,ბრინჯაო

  • რომა ჭალიძე-მეორე ხარისხი,ვერცხლი

  • ირაკლი სარალიძე-მესამე ხარისხი,ბრინჯაო

  • ნიკა მენაბდიშვილი

  • ნინო ნონიკაშვილი

  • ირაკლი მიქაძე

  • ანა პეტრიაშვილი

  • მირიან მესხიშვილი

  • ლევან იაშვილი

  • ირაკლი ბათირაშვილი

  • დავით ცერცვაძე

  • ეკატერინე კაკუბავა


ჩვენმა გუნდმა ორი დღე გაატარა ზღაპრულ ქალაქ სინგაპურში, რომლის ატრაქციონების პარკმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე. ინდონეზიაში თუ ქართველები წინა საუკუნეებში მოვხვდით, სინგაპური ოცდამეორე საუკუნის ქალაქად აღვიქვით.

image_2021-02-24_002652.png

ჰოლანდია 2012

 

წარმატება ჰოლანდიაში: 2012 წლის 16-23 აპრილს, ჰოლანდიის ქალაქ ნაიმეგენში გაიმართა – ახალგაზრდა მეცნიერთა XIX საერთაშორისო კონფერენცია. ჩვენი სკოლა საქართველოს ნაკრების სახელით დაწყებული 2004 წლიდან სისტემატურად მონაწილეობს აღნიშნულ კონფერენციაში.

წელს საქართველოს ნაკრები ჩვენი სკოლის – 11 და ი.ვეკუას სახელობის N 42 სკოლის 1 მოსწავლით იყო დაკომპლექტებული. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა მონაწილეთა გეოგრაფია – მონაწილე ქვეყნების რაოდენობამ 22-ს, ხოლო მონაწილეთა რაოდენობამ 168-ს მიაღწია. მით უფრო სასიხარულოა ქართველების წარმატებული გამოსვლა. ტრადიციულად ჩვენმა გუნდმა წარმატებულად იასპარეზა მათემატიკის სექციაში.

ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ერთი სპეციალური პრიზი და ორი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.

გამარჯვებულები გახდნენ:


ანა დავითაშვილი – სპეციალური პრიზი (მათემატიკა);
მირიან მესხიშვილი – სპეციალური პრიზი (მათემატიკა);
ცოტნე მამალაშვილი – ბრინჯაოს მედალი (მათემატიკა);
ბექა ჩხარტიშვილი – ბრინჯაოს მედალი (მათემატიკა);
ირაკლი სარალიძე – ბრინჯაოს მედალი (მათემატიკა);
თორნიკე აბრამიშვილი – ბრინჯაოს მედალი (მათემატიკა);
ალექსანდრე ბარნაველი – ბრინჯაოს მედალი (ფიზიკა).


აღსანიშნავია, რომ კონფერენცია ბრწყინვალედ იყო ორგანიზებული, ყოველ დღე დატვირთული იყო გამორჩეული ღონისძიებებით. დისნეილენდმა (ეფტალგინი), გემით გასეირნებამ, აარნემის ზოოპარკმა, ამსტერდამის მადამ ტუსოს მუზეუმმა და სხვა მრავალმა ღირსშესანიშნაობებმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს მოსწავლეებზე.
 

netherland-300x198.png
bottom of page