top of page
ჩვენი მოსწავლის წარმატება ამერიკაში
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლე ნინი ყიფიანი ამერიკის კონგრესის მიერ დაფინანსებული პროგრამის – Future Leaders’ Exchange Program (FLEX) ფარგლებში ერთი წლით იმყოფება ამერიკაში.
იგი ამჟამად ჯორჯიის ქალაქ ჰირამის Hiram High School-ის მოსწავლეა. აღნიშნულ უმაღლეს სკოლაში სხვადასხვა ქვეყნის 1650 მოსწავლე სწავლობს; მით უფრო სასიხარულოა ჩვენთვის, რომ ნინი დასახელდა თვის საუკეთესო მოსწავლედ.
ვულოცავთ მას ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ, რომ კვლავაც ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველო და ჩვენი სკოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
bottom of page