top of page

ფიზიკის ლაბორატორია

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფიზიკის სასწავლო ლაბორატორიით, სადაც მრავლადაა წარმოდგენილი ფიზიკის საექსპერიმენტო ხელსაწყოები და თვალსაჩინოებები.

ბავშვები ელექტრული ძრავის საშუალებით გარდაქმნიან მექანიკურ მუშაობას ელექტრულ ენერგიად: ბორბლის ხელით დატრიალებით ანთებენ ნათურას, სხვადასხვა წინაღობის რეზისტორების, რეოსტატის, ვოლტმეტრების, ამპერმეტრების, დენის წყაროს თუ დენიანი კოჭას საშუალებით აწყობენ სხვადასხვა სირთულის ელექტრულ წრედებს.

მოსწავლეები აკვირდებიან ოპტიკურ მოვლენებს სხვადასხვა პრიზმების, ლინზების, სინათლის ინტენსიური წყაროსა თუ ინტერფერენციის სადემონსტრაციო ხელსაწყოს საშუალებით.

ეს და სხვა მრავალი ფიზიკური მოვლენის ამსახველი თვალსაჩინოება ხელს უწყობს მოსწავლეებს ფიზიკური მოვლენების სიღრმისეულ გააზრებაში, ექსპერიმენტების ჩატარებაში, პრეზენტაციების მოწყობაში, ახალი საექსპერიმენტო მოდელების შექმნაში.

 

ყოველივე ეს ხელს უწყობს მოსწავლეებს ფიზიკის საგნისადმი დაინტერესებაში, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის, სხვადასხვა კონკურსისა და საერთაშორისო კონფერენციისთვის მზადებაში, ასევე ეხმარებათ საფუძვლიანი ცოდნის მიღებაში.

bottom of page