საერთაშორისო აქტივობები
მსოფლიოში სკოლის მოსწავლეებისთვის არსებობს 3 სახის შეჯიბრი:
გამოფენა, კონფერენცია, ოლიმპიადა.
GAHS აქტიურად არის ჩართული ყველა მათგანში.
გამოფენები
 INTEL ISEF – GAHS მონაწილეობს 2005 წლიდან
 MILSET – GAHS მონაწილეობს 2019 წლიდან

ISEF - International Science and Engineering Fair არის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური შეჯიბრი მოსწავლეთა შორის. 1950 წლიდან, იგი ყოველწლიურად იმართება აშშ-ში. GAHS-ის გამარჯვებული პროექტების ავტორები, საქართველოს სახელით, მიემგზავრებიან აშშ-ში და მონაწილეობას იღებენ კონკურსში, მათ თანატოლ 1800 მოსწავლესთან ერთად მსოფლიოს 80 ქვეყნიდან.

თითოეული მონაწილე სტენდზე წარმოადგენს საკუთარ ნამუშევარს და იცავს თავის ნაშრომს ჟიურის წინაშე, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაკომპლექტებულია ნობელის პრემიის ლაურეატებით.

სკოლის დირექტორმა, მამუკა მესხიშვილმა 2005 წელს დააფუძნა INTEL ISEF- ის წარმომადგენლობა საქართველოში - GEO 001, სახელწოდებით საქართველოს სამეცნიერო პროექტების ოლიმპიადა  https://findafair.societyforscience.org/?form=

gff.JPG
df.JPG
2.JPG

MILSET  არის არასამთავრობო, არაკომერციული და პოლიტიკურად დამოუკიდებელი ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში სამეცნიერო კულტურის განვითარებას. 

mislet.JPG
milset 2.JPG
Milste 3.JPG
კონფერენციები


 
                                


ICYS International Conference of Young Scientists არის 14-18 წლის საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი შეჯიბრი. პრეზენტაციები იყოფა შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ფიზიკა, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, გარემოსდაცვითი მეცნიერებები, ინჟინერია და სიცოცხლის მეცნიერებები.
ყველა მონაწილეს უწევს კვლევის ანგარიშის პრეზენტაციის მომზადბა მის მიერ არჩეულ ნებისმიერ საგანში.
ICYS - GAHS მონაწილეობს 2004 წლიდან                            IMUNA - GAHS მონაწილეობს 2019 წლიდან
icys 1.JPG
icys 2.JPG
icys 3.JPG
IMUNA - International Model United Nations Association ასევე ცნობილია, როგორც  UN ან MUN არის საგანმანათლებლო აკადემიური აქტივობა, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ გაეცნონ დიპლომატიას, საერთაშორისო ურთიერთობებს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. MUN მოიცავს და ასწავლის მონაწილეებს საუბრის, დებატებისა და წერის უნარებს, ისევე როგორც კრიტიკულ აზროვნებას, გუნდურ მუშაობასა და ლიდერულ უნარ-ჩვევებს.
იმუნა 1.JPG
იმუნა 2.JPG
ოლიმპიადები



 
Mu Alpha Theta - GAHS მონაწილეობს 2005 წლიდან
IJSO GAHS  მონაწილეობს 2016 წლიდან

Mu Alpha Theta მიერ მსოფლიო დაყოფილია  4 რეგიონად  https://mualphatheta.org/.

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მიეკუთვნება მე-3 რეგიონს, რომელშიც შედიან:

ალაბამა , კონექტიკუტი, ინდიანა,კენტუკი, მეინი, მასაჩუსეტი, მიჩიგანი, მისისიპი, ახალი ჰემპშირი, ნიუ ჯერსი, ნიუ იორკი, ოჰაიო, როდ აილენდი, ტენესი, ვერმონტი და აღმოსავლეთ ევროპა.

ზედიზედ სამი სასწავლო წლის განმავლობაში - 2016-2017, 2017-2018 და 2018-2019 წლებში სკოლა მე-3 რეგიონის Log 1  Contest კონკურსის Mu Alpha Theta-ს გამარჯვებული გახდა.

map.png
mualpha.JPG
​​IJSO - International Junior Science Olympiad არის საერთაშორისო აკადემიური კონკურსი, რომელიც ყოველწლიურად იმართება. იგი ერთადერთი აკადემიური კონკურსია, რომელიც ერთდროულად მოიცავს ფიზიკას, ქიმიას და ბიოლოგიას. ყოველწლიურად მასში მონაწილეობას იღებს 50-მდე ქვეყანა. შეჯიბრი ცნობილია თავისი სირთულეებით, რადგან ის მოითხოვს სამივე მეცნიერების ცოდნას. თითოეული ქვეყნიდან შერჩეული არიან საუკეთესო სტუდენტები და თითოეულს ეძლევა შესაძლებლობა კონკურენცია გაუწიოს თავის მოწინააღმეგეს მთელი მსოფლიოდან.
ის 1.JPG
ის 2.JPG
ის 3.JPG
ის 4.JPG