პარლამენტარიზმის მედალი

2019 წლის 12 მარტს შესრულდა ქართული პარლამენტარიზმის 100 წელი. ამ თარიღთან დაკავშირებით დამზადდა 100 საიუბილეო მედალი. მათგან 4 გადაეცათ საქართველოს წარმატებულ სკოლებს, რომელთა მოსწავლეებმა ასახელეს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე!

დაჯილდოებულ სკოლებს შორის ერთი კერძო სკოლაა და ჩვენთვის რაოდენ სასიხარულოა, რომ ეს ჩვენი -

 

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლაა!

 

დაჯილდოებული სკოლებია:

თბილისის 199-ე (კომაროვი), თბილისის 42-ე სკოლა (ვეკუა), ქუთაისის 41-ე (რაზმაძის) და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა.

ვულოცავთ აღნიშნული სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებს ამ უდიდეს აღიარებას!

OLG_6349.JPG
59a0f3_5f5255d026794d3fb6d5abbfbbcf8392_mv2.jpg