თურქეთი 2015

2015 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია – ICYS (International Conference of Young Scientists) წელს 22-ჯერ ჩატარდა. ამჟამად კონფერენციას თურქეთის ქალაქ იზმირმა უმასპინძლა. მონაწილეობდა 28 ქვეყნის 203 მოსწავლე, რომლებმაც საპროექტო ნაშრომები -5 სექციაში წარმოადგინეს:

Computer Science and Engineering,
Environmental Sciences,
Life Sciences,
Mathematics,
Physics.

 


ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლის გაერთიანებული გუნდი დიდი წარმატებით გამოვიდა მათემატიკის სექციაში. ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს:

  • გიორგი მესხი-ოქრო,

  • მარი ქანაშვილი-ოქრო,

  • გიორგი გიორგაძე-ვერცხლი,

  • ჯაბა ჯაბაური-ვერცხლი.

აღნიშნულ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით მათი მათემატიკის და ინგლისური ენის პედაგოგებს –

 ია მებონიას, ბელა ქორიძეს, ნუგზარ პაპაშვილს. 

ბრწყინვალედ იყო ორგანიზებული კონფერენციის კულტურული პროგრამა. იზმირის ღირსშესანიშნაობებმა, ანტიკურმა ქალაქმა-ეფესომ (აქ მდებარეობდა არტემიდას ტაძარი, რომელიც შეტანილია მსოფლიოს შვიდი საოცრების სიაში) და მარიამ ღვთისმშობლის სახლმა ( ის პოპულარულია მომლოცველებში, მათ შორის მოინახულეს ბოლო სამმა პაპმაც) მონაწილეებზე წარუშლელი შთაბეჭდილებები მოახდინეს.

ვულოცავთ ჩვენ გუნდს ტრიუმფალურ გამოსვლას და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ 23-ე კონფერენციაზე, რომელიც რუმინეთში გაიმართება

       დაგვიკავშირდით

  • გ. ჭყონდიდელის ქუჩა 18

  • ნინო რამიშვილის 6

  • ი. ჭავჭავაძის გამზ. 2 ჩიხი N 5                                                                    (შეს. ჭავჭავაძის გამზ. 21)

  • შოვი N 3 (შეს. ჭავჭავაძის გამზ. 44)

2 69 90 14, 597 73 47 93

2 29 16 16, 598 53 30 77

facebook.png
youtube.png

ყველა უფლება დაცულია © 2019

საიტის ავტორი, GAHS-ის მოსწავლე - ლუკა რამიშვილი