თვითმმართველობა

მოსწავლეთა თვითმმართველობა არის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დებულების შესაბამისად არჩეული ორგანო. იგი წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს და უფლებამოსილებას ახორციელებს მომდევნო სასწავლო წელს თვითმმართველობის ახალი არჩევნების ჩატარებამდე;

მოსწავლეთა თვითმმართველობა დაკომპლექტებულია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისაგან. 

მოსწავლეთა თვითმმართველობა თავისი საქმიანობას წარმართავს თვითმმართველობის დებულების საფუძველზე, წვლილი შეაქვს მოსწავლეთა განვითარებაში და სასკოლო ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობაში.

სკოლის მოსწავლეთა საბჭოში 30 მოსწავლეა. მოსწავლეთა საბჭო ხშირად აწყობს, სკოლის მოსწავლეების, ნახატებისა და ხელნაკეთობების გამოფენებსა და გაყიდვებს.შეგროვილი თანხა კი, ბავშვთა სახლებს გადაეცემათ.

IMG_2674.JPG
Exhibition of paintings at GAHS, 2019
IMG_2867.JPG
charity_edited.jpg
Charity event of GAHS Student council, 2018

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი სკოლა ყოველ აღდგომასა და შობას სწირავს მოხუცთა თავშესაფარსა და კათარზისს.
მოსწავლეთა საბჭოს ინტელექტუალური კონკურსების ინიციატივით, სკოლაში იმართება წიგნის კლუბები, დებატების კლუბი, საქველმოქმედო ღონისძიებები და რაც მთავარია,შეირჩევა სკოლის გუნდი ისეთი სატელევიზიო გადაცემისთვის, როგორიცაა - ,,წიგნების თარო'', რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით.

chess_edited.jpg
Chess Tournamentorgaized by Student council, 2018
charity 2.JPG
Charity concert organized by Student council, 2019

ასევე, მოსწავლეთა საბჭო ყოველი სასწავლო წლის ბოლოს აწყობს გამოსაშვებ ცერემონიასა და ბანკეტს XII კლასის მოსწავლეებისთვის.

blo zari.JPG
School Graduation Ceremony, 2021

სკოლის კურსდამთავრებულებთან კავშირი სკოლის დამთავრების შემდეგაც გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ჩვენს სკოლაში ამჟამად სწავლობს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთა11 შვილი!