დამფუძნებელი და დირექტორი
სახელი: მამუკა
გვარი: მესხიშვილი
დაბადების თარიღი: 1966 წელი, 6 ოქტომბერი
დაბადების ადგილი: თბილისი, საქართველო
ოჯახური მდგომარეობა:
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, ოთხი შვილიშვილი
განათლება:
1983 წელს წარჩინებით (ოქროს მედალზე) დაამთავრა ილია ვეკუას სახელობის №42 ფიზიკა- მათემატიკური სკოლა.
1983 წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა- მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით (წითელ დიპლომზე) დაამთავრა 1988 წელს.
1988-91 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტი.
1990-91 წლებში მივლინებული იყო ქ. მოსკოვში, საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის მექანიკის პრობლემების ინსტიტუტში.
სამეცნიერო ხარისხი:
1993 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა- მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.
2004 წელს მიენიჭა ფიზიკა- მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.
პროფესიული საქმიანობა:
2003 წლიდან არის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორი.
1996-2003 წლებში მუშაობდა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში, სადაც ასწავლიდა მათემატიკას ინგლისურ ენაზე, ხელმძღვანელობდა საოლიმპიადო ჯგუფებს.
1994-95 წლებში მიწვეული იყო საბერძნეთში, ათენის უნივერსიტეტში.
1993-97 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დოცენტის თანამდებობაზე.
1991-93 წლებში მუშაობდა თბილისის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში დოცენტის თანამდებობაზე.
დამატებითი ინფორმაცია:
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის INTEL ISEF (International Science and Engineering Fair) წარმომადგენელი საქართველოში და Georgia Nationa Affiiliated Fair-ის აღმასრულებელი დირექტორი
არის ამერიკის მათემატიკოსთა კავშირის – Mu Alpha Theta წევრი.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ოთხჯერ არის დაჯილდოებული საქართველოს განათლების სამინისტროს დიპლომებით.
იყო მათემატიკის რესპუბლიკური ოლიმპიადების და კონფერენციების ჟიურის წევრი.
2013 წ. გამოსცა მონოგრაფია – სამსაუკუნოვანი პრობლემა.
ის შესულია ყველა დროის, სრულყოფილი პარალელეპიპედის მკვლევარ 8 საუკეთესო მათემატიკოს შორის (ეილერთან ერთად):
A Collection Of Cuboid Parametric Formulas
გეომეტრიაში შემოიტანა ციკლური საშუალოს – Cyclic Average ცნება, რის საშუალებითაც გამოიკვლია წესიერი მრავალკუთხედები – Regular Polygons და პლატონის ფიგურები – Platonic Solids.
მისი შედეგები შესულია ვიკიპედიის 8 თავში, რაც საქართველოდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია:
Equilateral Triangle, Square, Pentagon, Hexagon, Platonic Solid, Regular Polygon, Circumscribed Circle, Circumscribed Sphere
ქვემოთ ჩამოთვლილ მოსწავლეთა საერთაშორისო მათემატიკურ შეჯიბრებებში იყო საქართველოს მათემატიკოსთა ნაკრების ხელმძღვანელი:
აშშ (არიზონა 2005,ნიუ მექსიკო 2007, ჯორჯია 2008); პოლონეთი (2005, 2009); გერმანია (2006, 2017); უკრაინა (2008); ჰოლანდია (2010, 2012); ინდონეზია (2010, 2013, 2016); სერბეთი (2014, 2018); თურქეთი (2015, 2018); რუმინეთი (2016); ბოტსვანა (2018); მალაიზია (2019); ემირატები (2019); ყატარი (2019).
2018 წლიდან არის საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის დამფუძნებელი, მეუღლესთან ირმა მესხიშვილთან ერთად – https://www.gysu.org/