top of page

გამარჯვება ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის ტურნირებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მესამე წელია ტარდება მოსწავლეთა ტურნირი ბიოლოგიაში, ქიმიაში, მათემატიკასა და ფიზიკაში. ტურნირი ტარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე. მოსწავლეთა გუნდურ ტურნირში მონაწილეობენ საჯარო და კერძო სკოლების მე-9 კლასის მოსწავლეები.

წელს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სამ დისციპლინაში. ისინი ბიოლოგიის, ქიმიის და ფიზიკის საგნებში ეჯიბრებოდნენ თავიანთ თანატოლებს სხვა სკოლებიდან. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის გუნდური შეჯიბრი ერთადერთია საქართველოში. მოსწავლეები სხვადასხვა სამეცნიერო პრობლემის გადაწყვეტის პროცესში ავლენენ კვლევით უნარ-ჩვევებს, რაც გამოიხატება შესაბამისი თეორიის დამუშავებაში, ექსპერიმენტის დაგეგვასა და განხორციელებაში. მონაცემთა აღრიცხვის და ანალიზის, დასკვნების გამოტანის, საკუთარი ვერსიების დამაჯერებლად წარდგენაში, აგრეთვე სამეცნიერო დისკუსიის პროცეში ამ ვერსიის დაცვაში.

ჟიურის შემადგენლობაში საქართველოს საუკეთესო მეცნიერები შედიან. მით უფრო სასიხარულოა ჩვენი სკოლის მოსწავლეთა წარმატება. მათ ბიოლოგიის სექციაში პირველი, ფიზიკის სექციაში მესამე და ქიმიის სექციაშიმეორე ადგილები დაიკავეს.

აღნიშნულ საგნებში 3-3 საუკეთესო შედეგი აჩვენეს შემდეგმა სკოლებმა:

ბიოლოგია

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა

ანაბასისი

ფიზიკა

კომაროვის სახელობის ფიზ.-მათ. სკოლა

კომაროვის სახელობის ფიზ.-მათ. სკოლა 

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა

 

ქიმია

ბათუმის ფიზ.-მათ. სკოლა

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა

ანაბასისი

 

გამარჯვებული სკოლების მოსწავლეები შარშან განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტრომ უცხოეთის ტურებით დააჯილდოვა. წელსაც მოსწავლეებს ელოდებათ ცერნის (შვეიცარია) და კოპერნიკის (პოლონეთი) ლაბორატორიები.

ქართულ – ამერიკული უმაღლესი სკოლის ღირსება ტურნირში დაიცვეს შემდეგმა მოსწავლეებმა:

ბიოლოგია ფიზიკა ქიმია

ლოლაძე მარიამ კობახიძე ნათია ფილაური ნიკოლოზ კობახიძე ნინა ალავიძე მარიამი ტრიპათჰი მარიამ ღვინიაშვილი ნიკოლოზ მორჩილაძე ლადობარქაია თემური

 

ნახევარფინალურ ეტაპზე ჩვენმა სკოლამ დაამარცხა ბიოლოგიის სექციაში – არქიმედეს სკოლის გუნდი, ფიზიკის სექციაში – კომაროვის ფიზ.-მათ. სკოლის ორი გუნდი, ხოლო ქიმიის სექციაში – ნიუტონის თავისუფალი სკოლის ორი და ქუთაისის ფიზ.-მათ. სკოლის გუნდები.

 

გუნდების მომზადებაში დიდი წვლილი მიუძღვით საგნის პედაგოგებს: მედეა თოლორაიას, გურანდა გაბუნიას, გენადი კიანს, ირინა ბოჭორიშვილს, რუსუდან ჯაფარიძეს.

 

სკოლის დირქცია ულოცავს ამ დიდ წარმატებას თავის სასიქადულო მოსწავლეებს და უსურვებს კვლავაც გაეხარებინოთ თავიანთი მშობლები და პედაგოგები. მათ წინ ხომ არაერთი საერთაშორისო კონფერენცია და ოლიმპიადა ელოდებათ.

bottom of page