top of page

აშშ. კალიფორნია 2014

Flag_of_the_United_States.gif

საქართველოს ნაკრებმა გუნდმა, რომელიც ქართულ-ამერიკული სკოლის დელეგაციისა და კონკურს “ლეონდარდო და ვინჩში” გამარჯვებული მოსწავლეებისგან შედგებოდა, მონაწილეობა მიიღო პრესტიჟულ საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაში, რომელიც 9-16 მაისს  ამერიკის ქალაქ ლოს ანჯელესში გაიმართა.

​

ქართულ-ამერიკული სკოლის მიერ გამოვლენილ იქნა  ფინალისტი – ნატალი ჭუმბურიძე, რომელმაც ბიოლოგიაში საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი წარადგინა.გამოფენის დასასრულს, კონკურსანტებმა ნახეს და დაათვალიერეს ლოს-ანჯელესის ღირსშესანიშნაობები, იმოგზაურეს ჰოლივუდში, სანტა-მონიკაში, ეწვივნენ გრემის თეატრს  და ნოკიას მუზეუმს.

​

1950 წელს დაარსებული Intel ISEF-ის საერთშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენა მსოფლიოს უმსხვილესი კონკურსია, რომელშიც ყოველწლიურად 70  ქვეყნის  1500-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. ახალგაზრდა მეცნიერები ერთმანეთს საინტერესო და ორიგინალური სამეცნიერო-საინჟინრო ნაშრომებით ეჯიბრებიან.

​

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები Intel ISEF-ის გამოფენაზე 2005 წლიდან მონაწილეობენ. ქართველი მოსწავლეებისათვის ყველაზე წარმატებული 2007 წლის ნიუ-მექსიკოს კონკურსი იყო. მაშინ ლადო მესხიშვილის ნაშრომმა “რეკურსიული დამოკიდებულება კონგრუმის პრობლემის ამონახსნებისთვის” ამერიკის მათემატიკური საზოგადოების სპეციალური პრიზი დაიმსახურა; ხოლო გუნდური პროექტების სექციაში გაიმარჯვა გიორგი კუხალაშვილის, ნიკა გიგაშვილის და გიორგი ბენაშვილის ნაშრომმა “უსასრულო ამონახსნებიანი დიოფანტური განტოლებების ახალი კლასი”, რომელმაც გუნდური პროექტების სექციაში IV პრიზი დაიმსახურა.

​

მომავალ წელს Intel ISEF პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში გაიმართება.

 © GAHS 2026 ყველა უფლება დაცულია.

bottom of page