ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის VI-2 კლასის მოსწავლეებმა მონაწილწობა მიიღეს USAID პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“, ფაზა II, (USAID WMTR II/ CENN) ქაღალდის ნარჩენების სეპარირებული შეგროვების კონკურსში.
კონკურსის ფარგლებში სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების დახმარებით შეაგროვეს 500 კგ. მაკულატურა.
მათ შეაგროვეს ქაღალდის ნარჩენები (რომელსაც შემდგომ USAID WMTR II პროგრამა გადასცემს ქაღალდის გადამამუშავებელ კომპანიებს) და ამით ხელი შეუწყეს ნარჩენების სეპარაციის პრაქტიკის დანერგვას ქვეყანაში.
コメント