top of page

IWISE Olympiad 2023

ოქრო

​ვერცხლი

​3 ბრინჯაო


საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები დიდ ბრიტანეთში, IWISE (World Innovative Student Expo)-ის საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრა.

2023 წლის 14 - 21 აგვისტოს ინგლისში, The University of Surrey ის ბაზაზე მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. უნივერსიტეტი დაარსებულია 19-ე საუკუნეში და მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების კატეგორიაში შედის.

საქართველოს გუნდის სახელით GAS & GAHS სკოლების ექვსი მოსწავლე ხუთი თემით წარსდგა მათემატიკის, ფიზიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ხელოვნების სექციაში.

მათემატიკის სექცია - მამუკა ( მიკა ) მესხიშვილი;

მათემატიკის სექცია - მიხეილ ქიტიაშვილი; ნიკოლოზ დავითაძე

ფიზიკა - ნიკოლოზ კოკაია

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - ნათია ბიჩელაშვილი

ხელოვნება ( არქიტექტურა ) - ნუცა ჩუბინიძე

მათემატიკის სექციას ხელმძღვანელობდა ფიზიკა - მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი - მამუკა მესხიშვილი.

IWISE -კონფერენციაზე 20 ქვეყნის 350 გამარჯვებულმა ფინალისტმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენი სკოლების მოსწავლეებმა პროექტები ინგლისურ ენაზე წარადგინეს;

კონფერენციის არაფორმარული ნაწილი დატვირთულია მრავალფეროვანი აქტივობებით, ღირშესანიშნაობების მონახულებითა და ექსკურსიებით; მოსწავლეები ეწვივნენ ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტები;

GAS-ისა და GAHS-ის გუნდებს ხემძღვანელობენ ლიდერები - მამუკა მესხიშვიილი, ირმა მესხიშვილი და გვანცა გახოკიძე.












Kommentare


bottom of page