ჩვენი მოსწავლეები CERN-ის მასტერკლასებში წარმატებით მონაწილეობენ
- gahs school
- Jan 4, 2021
- 1 min read
Updated: Dec 2, 2021
23 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა CERN-ის ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციის მასტერკლასები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა.
მათ მოისმინეს საინტერესო ლექციები, ჰქონდათ ვირტუალური ტური CERN-ის ლაბორატორიაში. დღის მეორე ნახევარი დაეთმო პრაქტიკულ სამუშაოებს, სადაც სკოლის მოსწავლეებმა უმაღლესი შედეგები აჩვენეს.
ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.