top of page

GAHS თვითმმართველობის პროექტები II სემესტრში



ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეებში სკოლაში განხორციელდა საგანმანათლებლო და სოციალური პროექტები: ინტელექტუალური თამაში – ჩემპიონატი გეოგრაფიაში, სადაც მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის დროშებისა და კონტურების გამოცნობაში. აღნიშნულმა აქტივობამ მოზარდებს გაუღრმავა ზოგადი განათლება გეოგრაფიაში. „ფსიქოლოგის საათი“– ღონისძიება მოიაზრებდა მოსწავლეთათვის აქტუალური პრობლემებისა და მათი პრევენციის გზების განხილვას. სულ ჩატარდა ოთხი ლექცია, რომლებიც მოზარდებისთვის მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ქველმოქმედება – ჩვენი სკოლა გაერთიანდა ბერი ანდრიას ფონდის დასახმარებლად, გაიაზრა სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების ტკივილი და ამიერ კავკასიაში პირველი სარეაბილიტაციო- სასტუმრო ცენტრის აშენებაში 444 აგური დადო. ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ჩვენი სკოლა დაეხმარა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს სანოვაგითა და საჩუქრებით. ფეხბურთისა და კალათბურთის ჩემპიონატი– აღნიშნულმა აქტივობებმა ახალგაზრდებს ფიზიკური უნარები განუვითარა. სპორტულ შეჯიბრებებში გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები. თვითმართველობის ორგანიზებითა და ქ.ნანა გაგუას ინიციატივით, სკოლაში მობრძანდა ქ-ნი ანა დოლიძე, რომელმაც საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ისაუბრა უმაღლესი განათლების მნიშვნელობაზე, ჩვენს ქვეყანაში საგანმანათლებლო სისტემის რეფორმაზე, სასამართლო სისტემის მოდერნიზებაზე. ჩვენს სკოლაში მოსწავლეებმა მუსიკის მასწავლებლის, მაია მაისურაძის, ხელმძღვანელობითა და თვითმართველობის დახმარებით შეასრულეს სიმღერები ლეგენდარული Beatles-ის რეპერტუარიდან. წამახალისებელი პროექტები– კრეატიული უნარების განსავითარებლად. მოეწყო – მუსიკალური და კულინარიული ჩემპიონატები, აგრეთვე “წიგნის ჩუქების დღე”. ზოგადად მეორე სემესტრი იყო შინაარსობრივად დატვირთული, წამახალისებელი და კრეატიული. ყველა მონაწილეს მადლობას ვუხდით თანამშრომლობისა და თანადგომისთვის.






Comments


Commenting has been turned off.
bottom of page