top of page

GAHS თვითმმართველობის პროექტები I სემესტრში

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის, მოსწავლეთა თვითმარველობის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, სკოლაში განხორციელდა საგანმანათლებლო და სოციალური პრექტები

(I სემესტრი):

  • წიგნების თარო, რომელმაც ბავშვებს მისცა მოტივაცია, იკითხონ მეტი წიგნი. ამ პროექტის დროს გამოვლინდა სამეული, რომელიც წარადგენს ჩვენს სკოლას საქართველოს მასშტაბით ინტელექტუალურ თამშში “წიგნების თარო”.

  • ჭადრაკისა და ფრენბურთის ჩემპიონატი – ჩემპიონატის დროს გამოვლინდნენ სპორტის შეჯიბრებებში მონაწილე გუნდებიდან გამარჯვებულები. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატმა ფიზიკური უნარები განუვითარა ახალგაზრდებს.

  • ქველმოქმედება იყო სოციალური სახის პროექტი, რომლის დროსაც, ბავშვებმა და მასწავლებლებმა გაიაზრეს სოციალურად დაუცველი და შეჭრვებული ოჯახების სიდუხჭირე და გაიღეს ქველმოქმედება.

  • წამახალისებელი პროექტი – კრეატიული უნარების განსავითარებლად. მოეწყო – “საახალწლოდ კლასის ყველაზე ლამაზად მორთვის” კონკურსი.

აღსანიშნავია, რომ ამ პროექტებმა ხელი შეუწყო მოსწავლეების დაახლოებასა და სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვიარებას.

მიმდინარე სასწავლო წელს GAHS თვითმმართველობა, სკოლის დირექციის მხარდაჭერით, კიდევ არაერთ შემეცნებით, ინტელექტუალურ და გასართობ ღონისძიებას ჰპირდება ჩვენი სკოლის მოსწავლეებს.





Commentaires


Les commentaires ont été désactivés.
bottom of page