top of page

გარემოს დაცვა

5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება. 2021 წელს, გარემოს დაცვის დღის გზავნილია „ბიომრავალფეროვნების დაცვა და ეკოსისტემების აღდგენა”. გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობაზე სასაუბროდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი ქ. თბილისის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის VIII-X კლასის მოსწავლეებს შეხვდა. თამარ ალადაშვილმა ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობაზე და ეკოსისტემის სერვისებზე ისაუბრა.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გარემოსდაცვით გამოწვევებზე მოსახლეობის ცნობიერების გაზრდას და მათ აქტიურ ჩართულობას. 1972 წლის 15 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა და 1974 წლიდან გარემოს დაცვის დღე მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც აღინიშნება.



Comments


bottom of page