წიგნის კლუბი

დღეს, განვითარებული ტექნოლოგიების საუკუნეში, როცა ინფორმაციის მოძიება გაიოლებულია ინტერნეტის საშუალებით, ხდება წიგნთან გაუცხოვება, რაც დიდ პრობლემებს ქმნის არა მარტო სასწავლო პროცესში, არამედ ოჯახებშიც.

სწორედ, ამ სიძნელეების დასაძლევად, სკოლაში ჩამოყალიბდა წიგნის კლუბი, რომლის მიზანია მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის გაღვივება, მისადმი ინტერესის გაზრდა.

კლუბში მოსწავლეები ეცნობიან ამერიკელ და ევროპელი კლასიკოსი ავტორების შემოქმედებას ორიგინალში, უვითარდებათ კითხვის, მოსმენისა და წაკითხულის გააზრების უნარი, კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულება.

წიგნის კლუბს ხელმძღვანელობს ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში ამერიკული კულტურის ატაშე -ნანა გაგუა.