ამერიკის საელჩოს თაოსნობით მართლწერის ნაციონალური კონკურსი ინგლისურ ენაში – NESC-GE ყოველწლიურად იმართება.
წელს კონკურსი მეოთხედ ჩატარდა. ტრადიციულად ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლე ყოველთვის იყო ფინალისტთა შორის.
წელსაც X-XII კლასელების კატეგორიაში ჩვენმა მოსწავლემ ანა ოსიაშვილმა წარმატებით დაიცვა სკოლის ღირსება. მას ასევე წარმატებით აუბა მხარი ქართულ-ამერიკული სკოლის VIII კლასის მოსწავლემ ელენე ჯიშკარიანმა, რომელიც გახდა ფინალისტი VIII-X კლასის მოსწავლეთა კატეგორიაში.
ამერიკის ელჩმა ბ-მა იან კელიმ და მისმა მეუღლემ ქ-მა ფრანჩესკამ სკოლის დირექტორები ბ-ნი მამუკა მესხიშვილი და ქ-ნი ირმა მესხიშვილი გამარჯვებულ მოსწავლეებთან ერთად მიიწვია თავის რეზიდენციაში. მათ გულუხვი მასპინძლობა გაუწიეს სტუმრებს და გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს სერთიფიკატებითა და საჩუქრებით.
Comments