წარატება წიგნების თაროში

პირველი არხის პოპულარულ გადაცემაში-,,წიგნების თარო’’ წელს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის გუნდი პირველად მონაწილეობდა, მით უფრო სასიხარულოა მიღწეული წარმატება. ჩვენი გუნდი საუკეთესო ოთხეულში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ოთხეულში მხოლოდ ერთი კერძო სკოლა გავიდა. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის გუნდს წარმოადგენდნენ ქეთი ტყეშელაშვილი (XII კლასი), მარიამ რიგვავა (XI კლასი) და ლევან აბაშიძე (X კლასი). ჩვენი გუნდის გამოკვეთილი ლიდერი ლევანი იყო და სკოლის დირექციამაც მომავალი წლის გუნდის შერჩევა მას მიანდო. ვულოცავთ ჩვენს გუნდს ამ დიდ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ მომდევნო სეზონში.