top of page

უცხოეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლების სტუმრობა და მემორანდუმი სან დიეგოს უნივერსიტეტთან

Updated: Dec 2, 2021

მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის პროგრამის ფარგლებში ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას უცხოეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. სკოლას აშშ-ის, იტალის, ბულგარეთისა და ესპანეთი უნივერსიტეტებიდან ეწვივნენ.

სტუმრებმა მოსწავლეებს გააცნეს აღნიშნულ უნივერსიტეტებში ჩარიცხვის წესები და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები. მსგავს შეხვედრებს სკოლაში ტრადიციული ხასიათი ექნება.

ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლასა და სანდიეგოს უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმი.

მოსწავლეებს საშუალება ექნებათ რეგულარულად მიიღონ მონაწილეობა სემინარში – STEM აკადემია. ამერიკიდან მოწვეული პროფესორები საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგებით დაინტერესებულ აბიტურიენტებს ჩაუტარებენ სემინარებს და მათ ტექნოლოგიურ და საინჟინრო დარგებში არსებულ უახლეს აღმოჩენებსა და მიმდინარე პროექტებს გააცნობენ.





bottom of page