ჩვენი მოსწავლის წარმატება ამერიკაში
- GAHS
- Mar 1, 2021
- 1 min read
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლე ნინი ყიფიანი ამერიკის კონგრესის მიერ დაფინანსებული პროგრამის – Future Leaders’ Exchange Program (FLEX) ფარგლებში ერთი წლით იმყოფება ამერიკაში. იგი ამჟამად ჯორჯიის ქალაქ ჰირამის Hiram High School-ის მოსწავლეა. აღნიშნულ უმაღლეს სკოლაში სხვადასხვა ქვეყნის 1650 მოსწავლე სწავლობს; მით უფრო სასიხარულოა ჩვენთვის, რომ ნინი დასახელდა თვის საუკეთესო მოსწავლედ. ვულოცავთ მას ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ, რომ კვლავაც ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველო და ჩვენი სკოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში