ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა შიდასასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში.
საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ოლიმპიური სისტემით იასპარეზეს.სკოლის საუკეთესო მოჭადრაკის ტიტული მიიღო:
ილია ჩხეტია - I ადგილი
ნიკოლა კაპანაძე - II ადგილი
ნიკა ფილაური - III ადგილი
მიმდინარე სასწავლო წელს GAHS თვითმმართველობა, სკოლის დირექციის მხარდაჭერით, კიდევ არაერთ შემეცნებით, ინტელექტუალურ და გასართობ ღონისძიებას ჰპირდება ჩვენი სკოლის მოსწავლეებს.
Comentários