უპრეცედენტო გამარჯვება კინგსის ოლიმპიადაზე

კინგსის შემოდგომა-ზამთრის ინგლისური ენისა და მათემატიკის ოლიმპიადებზე ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს. ჩვენი სკოლის ექვსმა მოსწავლემ უმაღლესი შეფასება მიიღო საქართველოს მასშტაბით ინგლისური ენისა და მათემატიკის ოლიმპიადებზე: საქართველოს მასშტაბით აბსოლუტურ პირველ ადგილებზე გავიდნენ: სანდრო ბაჯელიძე – IV კლასი (მათემატიკის ოლიმპიადა) მარიამ წულუკიძე – V კლასი (ინგლისური ენის ოლიმპიადა) მარიამ ლოლაძე – VII კლასი (ინგლისურის ენის ოლიმპიადა) ხოლო I ხარისხის დიპლომები გადაეცათ: ნიკა ფილაურს – VII კლასი (მათემატიკის ოლიმპიადა) ნინო ბაღდავაძეს – XI კლასი (მათემატიკის ოლიმპიადა) ეკა ბეგაშვილს – IX კლასი (ინგლისურის ენის ოლიმპიადა) აღნიშნულმა ექვსმა მოსწავლემ ,,კინგსის’’ მიწვევით დაუვიწყარი 5 დღე გაატარა ანაკლიის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში. 28 იანვარს ,,კინგსის’’ წარმომადგენლები თავიანთ სიმბოლო ,,ლომთან’’ ერთად ესტუმრნენ სკოლას და დაბადების დღე მიულოცეს ერთ-ერთ გამარჯვებულს – ნინო ბაღდავაძეს.


       დაგვიკავშირდით

  • გ. ჭყონდიდელის ქუჩა 18

  • ნინო რამიშვილის 6

  • ი. ჭავჭავაძის გამზ. 2 ჩიხი N 5                                                                    (შეს. ჭავჭავაძის გამზ. 21)

  • შოვი N 3 (შეს. ჭავჭავაძის გამზ. 44)

2 69 90 14, 597 73 47 93

2 29 16 16, 598 53 30 77

facebook.png
youtube.png

ყველა უფლება დაცულია © 2019

საიტის ავტორი, GAHS-ის მოსწავლე - ლუკა რამიშვილი