top of page

ოქროს მედალი - რუმინეთის კონფერენციაზე

წელს 16-22 აპრილს ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია – ICYS რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გაიმართა. რიგით XXIII კონფერენციაში 31 ქვეყნის 270 მოსწავლე მონაწილეობდა. კონფერენციაზე მოსწავლეებმა თავიანთი საპროექტო ნაშრომები 5 სექციაში წარადგინეს. ეს სექციებია – მათემატიკის, ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, სიცოცხლისა და გარე სამყაროს მეცნიერებები.


წელს საქართველოს ნაკრები წარმოდგენილი იყო 12 მოსწავლით – ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (GAHS) 8 და ქართულ-ამერიკული სკოლის (GAS) 4 მოსწავლე. მათ წარადგინეს 6 საპროექტო ნაშრომი. კონფერენციის სამუშაო ენა ინგლისურია. შესაბამისად, მოსწავლე სრულუყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.


მათემატიკის სექციაში ქართველმა მოსწავლეებმა აიღეს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები, რამაც საქართველოს ნაკრები აღნიშნულ სექციაში პირველ ადგილზე გაიყვანა.





Comments


Commenting has been turned off.
bottom of page