ტაო-კლარჯეთი „წინაპრების ნაკვალევზე“

2018 წლის აპრილში ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები საგანმანათლებლო მიზნებით მეზობელ სახელმწიფო, თურქეთში იმყოფებოდნენ- ძველ ტაო-კლარჯეთში არსებული მე-9-11 საუკუნეების ქართული ძეგლების მოსანახულებლად. მოგზაურობის მიზანი იყო მოსწავლეებს მოენახულებინათ ქართული განათლების კერები, ქრისტიანული საკულტო ნაგებობები და თავდაცვითი დაგებობები. მოსწავლეები გაეცნენ კულტურის ძეგლების აშენების ისტორიას, დაათვალიერეს ეკლესია-მონასტრებისა და მათ კომპლექსებში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების, ობსერვატორიის ნანგრევები. ვიზიტის დროს მოსწავლეებმა გაიხსენეს ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებიდან ნასწავლი მასალა, რომელიც დაკავშირებულია ტაო-კლარჯეთთან და იქ არსებულ ქრისტიანული ძეგლების ნანგრევებთან.

ექსკურსიის მარშრუტი მოიცავდა შემდეგ პუნქტებს: თბილისი, ტბეთი, ხანძთა, დოლისყანა, არტანუჯის ციხე, ჯოჯოხეთის კანიონი, თორთომის ჩანჩქერი და ქვედა ციხე, ოშკი, ხახული, იშხანი, ოთხთა, ბანა. ბოლო საღამო იუსუფელში გაატარეს.