top of page

სასკოლო საზოგადოებას!


ქართულ - ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ 2022 წელს უმაღლესი შეფასებით გაიარა ამერიკული აკრედიტაციის პროცესი.


ჩვენი აბიტურიენტების ნაწილმა წარმატებით ჩააბარა უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში და საუკეთესო საგრანტო პირობებით აგრძელებენ სწავლას.


ზოგიერთი ქვეყნის საელჩომ მრავალწლიანი სასწავლო ვიზის გაცემისას მოითხოვა ჩვენი სკოლის ტრანსკრიპტისა და დიპლომის აპოსტილით დამტკიცება.


აღნიშნული პროცესის ვადა 4-6 კვირის ხანგრძლივობისაა, რადგან სკოლის დიპლომი და ტრანსკრიპტი იგზავნება ამერიკაში და იქ მოწმდება აპოსტილით.


წარმოგიდგენთ ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლის ამერიკაში აპოსტილით დამოწმებული დიპლომისა და ტრანსკრიპტის ნიმუშებს.




bottom of page